26 მაისი


იწურებოდა გაზაფხული, გმინვა ქართველთა,          
ვეღარ იტევდა მზენაბადი სერთა მარჩიელს.
მიწა გაიხსნა საამური სიბრძნის მთესველთა
და ქართველებმა ზუტად იმ დღეს გადაარჩინეს:

გლეხთა სოფლები, ტრამალები, მძლეთამძლე მთები,
ჩემი სიცოცხლეც გამოიხსნეს - სიცოცხლე შენიც.
ამ თვის მიწურულს, ცხელ ზაფხულს რომ შევეფეთები,
აიხსნებიან დარაბებზე ჯაჭვის კლიტენიც...

საამურია ეს ქვეყანა, რადგან მეამა
და ვალად მადევს მის დიდებას მივცე დასტური.
ვაზის ნერგიდან წლობით შრომა მიღირს მე ამად,
რომ იწურება საწნახელში ალადასტური.

სახვა მზე ვინარი, მზევინარი მინდა აქ დავრჩე,
რადგან კოლხი ვარ და აქ ყოფნის მაქვს მე უფლება.
ეცილებიდნენ უგვარონი დიდებას დარჩელს
და მან პირველმა მოიპოვა თავისუფლება.

ბევრი გვტკიოდა, ბევრს ვმალავდით, ბევრიც დაგვაკლდა...
და ცხრა ძმასავით ჩავატარეთ მტერთა დაისი.
გვითენდებოდა გამარჯვება ასე პირველად;
ათას ცხრაას ცხრამეტის - ოცდაექვსი მაისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი