ეკლის გვირგვინი
მე პატარა ვარ, ასე შემქმნა უწინ უფალმა, ახლა გამყვეს და გადამიბეს მავთულხლართები. სამი ათასი წელიწადი თავისუფალმა ვიარსებე და ახლა ხედავთ სად ვიხლართები? გამოვიარე თემურ ლენგი და დიდთურქობა! თამარი ვშობე თავის დროზე ვიყავი დიდი. აღმაშენებელს ჩავაბარე მზეჭაბუკობა და გადაფარა მაგ სინათლით ასი წლის ბინდი. მე გამოვზარდე გმირი ცხრა ძმა ხერხეულიძე, ჩემი შვილები მტრის წინაშე მუხლებს არ დრეკდნდნ. სამასივე რომ დაიზარდნენ კრწანისის ველზე, არაგველები გავუგზავნე მეფე ერეკლეს. ხატზე გადავლას ქართველები სიკვდილს არჩევდნენ. ჩემთან დაწერა დიდმა ვაჟამ ეგ ბახტრიონი. დედამიწიდან საქართველო შემარჩიეს და გალაქტიკებმა მე მაჩუქეს გალაქტიონი. როცა ექვთიმემ ზურგით ზიდა მთელი ქონება! ოქრო კიარა ის თავადვე ჩემი განძია. ჯილა ქართველმა არ იგუა სხვისი მონობა, და ხელით ლესა, ხელით ლესა კლდეში ვარძია. მერე მომიკლეს წიწამურთან მე ილია და მის ლომურ ულვშს ეგ სივდილიც ვერ მოერია! ჰო! ვიამაყე მას რომ ერქვა ჩემი შვილი და მე გმირთა შორის მისი მკვლელიც გამომერია... ახლა ხომ ხედვათ როგორ გამყვეს, როგორ გამყიდეს და გადამივლეს განაყოფთან ბასრი ლითონი. ვინმემ დაჭერით, შეებრძოლეთ იქნებ წავიდეს თორემ საცაა მეც დამახრჩობს მუქი პითონი. აი ხომ ხედავთ ეკლიანი მადგას გვირგვინი და აღარ ძალმიძს არსებობა უაფხაზეთოდ, ცხინვალში როცა შემოვიდნენ აი ისინი მის მერე ყველა განთიადი მოდის უმზეოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი