ერთ დროს


იცოდეთ ყველას სცილდება გვირგვინი,
დრო მიდის, ამ სვლას ცრემლებიც ახლავს.
ერთ დროს ბავშვები იყვნენ ისინიც,
მასწავლებლები რომ ქვიათ ახლა...

იცით ბავშვებო? რა ლამაზია!
ქარი როდესაც ეხება ჭადრებს.
რა სევდიანი და რა ნაზია
ჩვენ რომ თქვნსავით ვიყავით ადრე...

ჩვენც შოკოლადებს ვპარავდით ბებოს
და გვიწყრებოდნენ ხშირად დედები.
ჩვენც ვაწუხებდით სიანცით ეზოს
და გვაშინებდნენ წიგნის გვერდები...

ადრე თქვენსავით მეგონა იცით?
რაღაც რთული და შეუძლებელი
და მამშვიდებდა მუდამ ჟამს ფიცით
ჩემი პირველი დამრიგებელი...

ახლა თქვენ გელით ჩვენი სამშობლო,
მსურს იამაყოთ მარად და მუდამ,
რომ თქვენი არის ეს საქართველო
და ქართველები დაგერქვათ უნდა!

ყვავილებივით მოედეთ ველებს,
არწივებივით იფრინეთ ცაში!
დრო თუ გიწოდებთ ახლა ქართველებს,
ქართველებადვე იცხოვრეთ მაშინ.

რუსთველის ენას ეცით პატივი,
ილიას მამულს არ უღალატოთ.
მკერდით ატარეთ მუდამ ხატივით,
და ეს სიწმინდე არვის დაუთმოთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი