რთულია


ხედავ? მტერმა რომ თერგი გათელა..
გადი! გერგეზებს კაცო თუ ვერ კლავ,
წინ მიმიძღვება ციცინათელა
და მთელ სამყაროს ყვითლად ირეკლავს.

ბაღი ვაჩუქეთ ჩვენი წვრილ მწერებს,
ისე მომრავლდნენ მერე შაშვები!
რომ გაფრთხილების წერილებს გვწერენ,
ჩვენ კი არ გვინდა იმის დაშვება.

რომ გამოივლის მატარებელი
წაიყვანს ყველას ვინც კი გვიყვარდა!
ამდენი ცოდვის მატარებელი
საახლობლოც კი გადაგვიყვარდა.

ჩემთან რა გინდა ასე სი წიე,
მაშინ ტანკები რომ შემოვიდნენ,
გზიდან ხომ თავად გადაიწიე
და ჩვენი მტრები მეგიბრად გთვლიდნდნ.



ამ გზებს სინათლედ მე მოვედები...
შენ რომ გიპოვო ვახანია.
აქ ვეღარ წერენ პოეტები
არ ფხიზლდებიან რახანია...

ჩვენ ხომ ვეშაპებს შევერკინეთ,
ბეჭზე დავაგდეთ სპილოები.
მგლების მიწაზე შევირბინეთ
და დავამიწეთ ლელოები.

თეთრი დროშები ვიხილეთ ასჯერ,
ასჯერ დაგვნებდნენ ხარები.
და რომ გვებრძოლა ყოველთვის ასე
ჩვენც უეჭველად გავიხარებდით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი