ხამისქური


წიე! ფიქრი მოაყარეთ ჭადრებს გზების გარშემო,
გაზაფხულზე ყანები სიმინდებით შემოსეთ.
ახმაურეთ ყოველთვის მამა-პაპის გარემო,
დანებების კიარა გამარჯვების გჯეროდეთ.

რადგან გამარჯვებაა მუდამ ჩვენი საწყისი,
გადმოგვყურებს ზეციდან წამებული ჯეგე და...
ისევ ისე აშრიალებს მწვანედ ტყეებს მაისი
რომ ამ ფერის მანტია შემოიცვა ჯეგეთამ.

გვიმასპინძლებს საღამოს ჩვენი სოფლის წყურგილე,
თუ ასეთი გემოვანი წყალიც სადმე გენახოს...
ჩვენს ოდაში დაწურული ღვინით მოკვდა წყურვილი...
დალოცვილო ციცქავ და დალოცვილო ვენახო...

ახლა ისე მინდება მე ჩემს მიწას არ ვთმობდე,
რომ ვარსკვლავებს მოვწყვეტდი ცივი ღამის გულიდან.
ჩემს გვერდით კი ბიჭები გახსენებენ, გახსოვდეთ!
თავად ძმობის სიმტკიცეც იყო ხამისქურიდან.

კვლავ მზე ხამისქურული დაადგება ურთის მთას,
დაადნება მაჯებზე სანთელივით აგვისტო!
მთვარე როცა ამოვა სანავარდო სულისა
იჭექებენ ნარცისები - ჩემი ეზოს ატმის რტო.

სანუგეშოდ ერთმანეთი და საომრად ჯარი ხეთა,
ზურგს გვიმაგრებს ათი მუხა - ბატალია ჭადარი!
გააოგნებს ეს სოფელი სივაჟკაცით თავის ძეთა,
სიკვდილს ბეჭზე დააგდებს დასათმობი სად არი?

მაჭირხოლიშ ბირაცალო ალმასიმექ,
გაკუოფშანქ ჭირქას კინ სკან ჸოროფათი.
ჯეგეთაშე ხეშ გურცალო იძირექ,
არძო კოჩ რე სკან ხეს რდილ დო დუნაბადი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი