სიმღერა შენზე
სიმარტოვეში ამ იმედებს როცა ახურებ, და სავალ გზებში, სავალ გზებში გედევნებიან... შენ არ ჩააქრო ეს გრძნობები იმ ძველ ბუხარში, რადგან სამყაროს მზის ამოსვლა დავიწყებია.. არ გამეყონო ქალბატონო, არ გამეყინო, და მე თუ წავალ, მე თუ წავალ - შენ ნუ მოიწყენ. მე არ მინდოდა დამიჯერე ახლაც დაცემა! მაგრამ ვინ იცის ეს მონები როდის გამცემენ... მე ახლაც იქ ვარ სადაც წვეთი სამართალია, ერთად მივცურავთ ამ ტყუილის ოკეანეში. ოცნება არჩანს ჰორიზონტზე - ალბათ დალია, და კვლავ ამ სმაში გაატარებს საუკუნეებს... მგონი აქ ისევ იმართება ბრძოლა ქარების, მგონი ფოთლები ალაგ-ალაგ გაიბნევიან... შენ არ ჩაკეტე, არ ჩაკეტე ახლაც კარები, სწორედ ამიტომ შენთვის გული დამირქმევია! გულს ვერ უბრძანებ, ვერ უბრძანებ და ეს ასეა, სწორდ ამით გგავს ქალბატონო, სწორედ ამიტომ. თუ სიყვარულით ეს სიცოცხლე ჩემი სავსეა, მხოლოდ იმიტომ რომ ღიმილი შენ დამიტოვე! მე მოვიარე ქალაქები ნილოსის, განგის... მე მოვიარე ციცაბო მთა მხრებზე კლდეებით. ყველასგან შორს კი იმსიმაღლე კოშკები ვაგე, რომ კენწეროზე ვერ მოდიან ცუდი დღეები! არ შეიმჩნიო ქალბატონო სიმაღლის შიში, და წამომყევი ღრუბლებს მიღმა, სადაც გველიან. აქ ბევრ უგულოს ეს ღრუბლები ეშლება ნისლში, მაგრამ იქ დგომაც შეიძლება - მაგრამ ძნელია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი