საქართველოვ!


დამადევით ზურგზე ლოდი - მომიშვირეთ ყელზე დანა,
არ ვუპოვი ამ ომს განს და აქედან მე აღარ გავალ!
სიყვარული ამ მიწისა ხომ უფალმა მომიტანა!
აჭარაში ავამღეროთ აჭარული განდაგანა!

ბათუმიდან სოხუმამდე თეთრი გემით ისევ წავალ,
და იმ ტკივილს შევინახავ, ჩამონაბერს ზღვებიდანა!
მე კოლხი და მზე კოლხები, ჯერ აკვანში როცა წვანან!
და დედები გვიმღერიან ერის ჰიმნს და კოლხურ ნანას...

იბრძვიან და ამ ბრძოლებში - თუმდაც მარტო, თუმდაც ერთად,
იმარჯვებენ! იმარჯვებენ! სხვა რა უღირთ ბრძოლად განა?!
მეც ამ ბრძოლით გადაღლილი - ამაყი რომ მივალ ღმერთთან,
ისევ შევთხოვ; დამადევი, ზურგზე ლოდი - ყელზე დანა!

თუ ეს არის ქართველთ ბედი - მეც ამ ბედის მინდა გავლა,
ხელმეორედ! ხელმეოცედ! სიკვდილი ან აღზევება.
საქართველოვ! ეს გული და ეს სიცოცხლე გენაცვალა,
ჭიქა ღვინი! ოდაბადე - ყველა ვინც აქ იბადება!

მხოლოდ შენი სიყვარულით - სიყვარულით ზღვისოდენა,
უძგერთ გული -  წართმეული აფხაზეთის ხმის და ძალის...
ჩამოჭრილი სამაჩაბლო ტკივათ, ტკივათ იმოდენად!
ვერ იქნება საბოლოოდ უჩვენო და დაკარგული!

კვლავ შენს ძეთა საჯეჯილოდ და მამების გასახარად;
გადავლახავ ცხრა ზღვას ცურვით, მეცხრე მთაზე ფეხით ავალ.
უღმერთოს და გამთიელის - ჯინაზე და დასანახად,
საქართველოვ! საქართველოვ მე შენს გვერდით მუდამ ვდგავარ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი