როცა ცივა და შენზე ფიქრები მათბობენ


შავი საღამო განაჩენად, გარეთ თოვს - ყინვები დადიან;
ერთადერთია ჩემი სახლი ბუხრიდან კვამლი რომ ამოსდის.
ისევ ისეა დანარჩენი, ალბათ ყოველთვის ვიდარდებ...
ქედს მე არავის ვუხრი და მგონი ეს კარგად გამომდის.

სითბოს ვეძებდი ქალბატონო -
თეთრი ყინვების ბატონი.
ბევრი რამ იყო საპატრონო -
მაგრამ არ ყავდათ პატრონი.

ხელის კანკალით, ფორიაქით - ოფლი მდიოდა სხეულზე,
სხვა გზით მიმყავდა სიმარტოვე გადაკარგული, ეული.
საგზლად მიმქონდა ერთი დოქი და მივიოდი თეთნულდზე,
მე ჩემი წილი უკვდავება დამაქვს - სიკვდილად ქცეული.

ერთი ნაყოფი ხეზე -
ერთი ვაშლი ება ხეს.
დიდძალი ცოდვები ხელზე
ლოდი აწვებოდა ხელს.

ერთი შეხება მიშველიდა - ერთხელ შევეჯახე ღრუბლებს,
ისე იქუხა, იჭექა ისე, რომ მხოლოდ ღმერთი ხედავდა ამას.
ერთხელ მეკოცნა კარგო შუბლზე - ხომ შეწყდებოდა შუღლი;
მაგრამ დავდივარ მარტოდ მარტო და უკვდავება დამაქვს.

რა მაქვს მე სხვებზე მეტი?
რას ვიღებ სხვებზე მეტს?
ისე შემიყვარდა ჩიტები
რომ მეც შევუყვარდი ჩიტებს.

ჩემი სხეულის ბინად არის - შენი სხეული, შენი სუნთქვა!
და მეც ამ კანის ბინადარი, ვგრძნობ რომ ესაა სახლი.
სულმოუთქმელად ვეწაფები - ვამბობ! ათასჯერ მითქვამს,
ის რაც ჩემია, ჩემია, ნუ მებრძვი - თორემ ტყვიას გახლი.

ქარი აშრიალებს ფოთლებს,
ქარს ნებდებიან ფითლები.
და მეც ვცლი არაყის ბოთლებს,
დაგროვდნენ ცარიელი ბოთლები.

ძილი შენს მკერდთან ახლოს - შენი თვალების ფერი!
აი! სადაც მე ვსახლობ, შენ ხარ და შენი სიყვარული!
დიახ ასეა ქალბატონო! ჩემი გრძნობების ფერიავ...
შენი სუნთქვაა გამარჯვება - შენთან ყოფნა კი სიხარული.

ეს ქალაქები დაღუპვისკენ ისე ჩქარობენ,
რომ უნებლიედ სიყვარულის ამბებს მღერიან...
ჩემი თვალები დამიჯერე შენ არ დაგთმობენ,
რადგან შენს გულზე უკეთესი არაფერია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი