დარბეულ ციხეთა გასაჭირი


დარბეულ ციხეთა გასაჭირი, მეტი გრძნობაა საჭირო!
რომ არ გვებრძოდეს ზამთარი, რამით ვაჯობოთ ყინვებს.
რიცა ღელავდა სანაპირო... ყველა დიდ ქალაქს მოედო ჭირი...
ჩვენ იქ ვიდექით სადაც მთაა და ვერ გვწვდებოდნენ ტალღები.

სულ აღმართები ნიკე, შორი გზებია სავალი,
შენ არ დანებდე მეგობარო, მაინც იბრძოლე...
გულის ჯიბეში მონეტები აღარ დათვალო,
ყველა მათგანი სათითაოდ გადაისროლე.

აი იქ სადაც გრძნობებს ყრიან კორიფეები -
სადაც სამყარო ისეთია როგორიც არის.
სადაც დამარცხდნენ ქალაქები და მეფეები,
დრომ იმეფა და სადაც ახლა უბერავს ქარი.
(იქ გადაყარე)

აი ხომ ხედავ? სანახევროდ ანათებს მთვარე,
მხოლოდ სასმელი შეგვრჩენია წამლად ჯიმაკოჩ.
ცხელი ქალაქი კი გამხდარა ისე მდუმარე,
ხმის ამოღება გერიდება და ვერ ყოყოჩობ.

ესეც დავძლიოთ - გაგვიმართლოს იქნება ნიკე,
შორი გზებია სავალი საგზლად კი მხოლოდ ვისკი.
ისე შემშალა ყველაფერილმა - მეშლება უკვე,
ჩემი ნაბიჯი გმირობაა თუ ცარიელი რისკი.

ქუჩებს თრობით და ფოთლებით სავსეს -
განვლევ გავივლი უიღბობით, როგორც ყოველთვის.
ყველა იმედი უსამართლოდ დილეკში ჩასვეს,
და ცარიელი ჭურჭელი ვარ, ასე გამოდის.

ოთახში ცოტა ჰაერია, სუნთქვა ჭირდება...
და მეც მინდება გარეთ გასვლა - უღრან ქუჩებში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი