ჩემსა და შენს შორის


ჩემსა და შენს შორის იყვნენ ქარები,
და ქარებს მიჰქონდათ გრძნობა.
ხშირად შენ რაზავდი კარებს -
რადგან არც კი გქონდა ნდობა;

ნდობა უფერო სამყაროს მიმართ,
მართლაც, რაოდენ გზარავდა შიში.
გახსენდებიდა რაც იყო ,,წინათ".
რა მოხდა როცა სხვაც იყო წილში.

ჩვენს შორის იყვნენ ზღვებიც,
ცხრათავა დევის ხელა ტალღებით.
შესვლას ვერ ბედავდნენ სხვები
გემებით, ნავებით და კატარღებით.

ჩვენს შორის იწვნენ მთები,
მთები ყინულით და თივლით სავსე.
ისე გადიოდნენ დღეები
ისე გადიოდნენ... საწყლად...

მე კი დავამარცხე ქარები -
ზღვებში შევცურე ტივით.
შიშველმა გავიარე მთები
და ხელით მომქონდა პატივი.

ახლა ჩვენს შორის ჩადგა მანძილი,
ისე რთულია როცა შორი ხარ -
მაგრამ ამასაც წუთებში დავძლევ,
რადგან ყველაზე მეტად მიყვარხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი