მე


მე მომყვებოდნენ ზურგში, ყველა ვისაც კი ვენდე!
ირგვლივ ნგრევაში, ომში, მათი იმედი მქონდა.
დანა ჩამარტყეს მერე - არ მსურს ამაზე ვწერდე;
მაგრამ არავინ გამათბო როცა სიცივე თოვდა.

მე გავუწოდე ხელი, არ ჩამომართვეს, არა!
როცა შემეძლო შველა, მაინც გამყიდეს მაშინ.
ეს თავხედობა რუხი, უკვე იმისთვის კმარა -
რომ მიგატოვოთ ყველა, ამ უიღბლობის გზაში.

მე მოვუწოდე ყველას, გადაენახათ ღირსება,
ყველას ჩავუდე ხელში ეს დაფლეთილი გული.
მაგრამ უარმყვეს მაშინ, არვინ ყოფილა ღირსი
ენახათ ჩემი გრძნობები და შეხებოდნენ ხელით.

ახლა ყინავს და გარეთ, მზის ამოსვლას არ ველი,
ისევ გავდივარ მარტო, სიბნელე ფეხებზე მკიდია!
ქარებს ებრძოდა ერთი ხე და ზღვისოდენა ველი,
მე კი უხილავ სამყაროს ჩუმი ლოთივით ვქმნიდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი