ლექსი მომავლიდან ( ანუ ის რაც მომავალში იქნება )
სახურავებზე, ამ ქალაქის, ერთად ვისხედით! ყველაზე მაღალ შენობებზე გვიყვარდა ხოლმე. ეს უფრო გავდა გათენებას წვიმების ხედით, თან ჩვენი სულიც სველდებოდა და არამხოლოდ. ცისფერ აივნებს ამძიმებდნენ ის ოჯახები - სადაც საათი ისე ბრუნავს როგორც წესია. ჩვენ კი ჩვენით და ამინდების წამოძახებით ხან დროს ვანელებთ, ხან ვაჩქარებთ და ეს ასეა. ხშირად სასურველ აგურებზე იასამნისფრად, ვხატავდით რამეს და თუ ესეც უხერხულია! ამ უშნო ქალაქს შევეშველოთ იქნებ რამეფრად, თორემ ისედაც ყველა ქუჩა უფერულია. გვიყვარდა ღამით უძილობა როგორც ღამურებს, ღამის ქუჩებში ხეტიალი გათენებამდე. მე ახლაც ვფიქრობ ასეთ რამეს თუ ვიმსახურებ, მაგრამ მე მაინც შენ მინდიხარ დაბერებამდე. გვათრობდა ხოლმე ყველა წვეთი დიდი ჭიქიდან, და ის სასმელი მე რომ გულით ამოვარჩიე. ყველა რომ კლავდა და ებრძოდა აი იქიდან ზღვებს წაყოლილი სიყვარული გადავარჩინეთ. მერე ოთახში სიმარტოვე, ისევ ეული... ამოხეთქავდა იმ წუთებში უმწეო ვნება, და ეგ საბანი მე ვიყავი შიშველ სხეულზე და ალბათ ვაშლიც, ედემიში რომ იმ ხეზე ება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი