დამაკავშირეთ ღმერთთან
დამაკავშირეთ შემოქმედთან - ასე უთხარით; - დიდი ხანია ვურეკავ და ერთსაც არ იღებს. შუა ზამთარში არ გიზგიზებს ცეცხლი ბუხარში და ხელით ვკაწრავ ამ კედელზე ისევ თარიღებს; არ იღებს ღმერთი, მომისროლეთ მისკენ, იქნება ფილტვებს ჰაერი კიდევ ერთხელ დავუტრიალო. ქუჩაში ისევ ის ლოთია რომ - იგინება და საბოლოოდ გამორიყა საქრისტიანომ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი