შემოდგომა
ცხელი ზაფხული მიილია, დადგა შემოდგომის ხანები... ბროწეულებიც იღიმიან, ოქრისფერია ყანები. ხეები ნელ-ნელა შიშვლდებიან, ყრიან ნარინჯისფერ ფოთლებს. მოდის წარსულიდან წერილები, მოაქვთ გამოქცეულ მტრედებს... ქარებს აღარ ახსოვთ მშვიდობა, ქრიან და მელოდებს მღერიან. შორს ვარ - იმედებით ვმშვიდდები, სადღაც უეჭველად მელიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი