მუზის მკვლელობა
ტალღები რა ხანია ბობოქრობენ შენი გაღიმების უხილველად, მიდი, შეფუთე გრძნობები და მუზებს საიდუმლო გაუმხილე. უკვე ყველაფერი გადამინდა, ვცდილობ კარგად ყოფნას - გამომდის. თითქოს მე მებრძვიან ამინდები და მზეც არასოდეს ამოდის. მხოლოდ შენ ანათებ ოქროსფრად, გარეთ, სიცივეში... ყინვაში... ერთი ჩახუტებაც არ მაღირსე - სასტიკი მკვლელობების ქვეყანაში. ჰო და, შენ მოკალი მუზა! მკვდრეთით აღადგინე მერე... მომხდარს ვეღარაფერს ვუზამთ მაგრამ ხელები ხომ წერენ?! წერენ გამოგონილ ისტორიებს - წერენ ჩემზე და შენზე... მერე იმედები მიყოლიებს! ვწვალობ და ვტრიალებ წრეზე. მახრჩობს შენს ქუჩებზე ხეტიალი, როგორ ვერ ამჩნევ - ადამიანო... უკვე ჩამოდგა მატარებელი; ეცადე რომ არ დააგვიანო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი