ზღვაშია წვეთი - წვეთშია ზღვა


მე ხშირად შენთან მოღწევას ვცდილობ,
შენ კი იფიქრებ ათასგვარ მიზეზსს -
რომ მისამართიც არ გამიმხილო
და არაფერი არ არის რიგზე.

ზღვაშია წვეთი - წვეთშია ზღვა,
თუ კი ეს წვეთი ცრემლები არის...
შენ ვერ გაგიგებს ვერავინ სხვა
და დადგა სამის ნახევარიც.

მე მიყვარს როცა ვხატავ შენს სხეულს -
ბარძაყებიდან ლავიწებამდე.
მთელი სამყარო ლოთივით გძულს
და არაფერი არ გაკლია დავიწყებამდე.

და ისევ შენთან მოღწევას ვცდილობ,
ლამაზ აივანს კენჭებით ვცხრილავ.
სულ სამი ფერი და ერთი ტილო -
მაგრამ შენ ყველა მუზას მომიკლავ.

მე დაგინახე, ტანსაცმელს გხდიდა,
შენ გამჭვირვალე ფარდებმა გაგცეს.
მე იმ წუთიდან სამყარო მძულდა,
და ყველაფერი შენს ძველ ქუჩაზე.


2023წ. 28 მაისი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი