9 აპრილის პათოსი


ის ცხრა მთა რომ გადავლახე,
გადავეშვი მერე ზღვაში...
და ამ რიცხვის სევდა ვნხე,
იმ პატარა ქვეყანაში...

სადაც გრძნობამ უმაღლესმა -
შეაყვარა ქართველს ღმერთი,
სადაც გლეხმა ხმალი ლესა,
რომ დაეცვა ერთადერთი;
სამშობლო და მისი სუნთქვა,
ამაღლების წმინდა ფაზით -
გამოვდგები ალბათ გულქვა,
არ ვახსენო, რომ აქ ვაზმა;
მოგვანდომა მიწა ვლეწოთ
არ მოვაკლოთ ნერგებს წყალი,
რომ არ ჩაქრეს ქვეყანაში 
სიყვარულის ნაპერწკალი...

მაგრამ მაინც, რა რთულია -
რომ დაგვსეტყვეს ლოდებმა.
რა დროს სიხარულია -
არსად დაგველოდება;
ის აწმყო და წარსული,
რომ აკაჟებს - დარდი ალს,
მტერი არსად წასულა,
კვლავ აწვება დარიალს...
მჭამს ის სევდა, აპრილის,
და ღრიალი მინდება...
გმირთა სისხლი, დაღვრილი -
და ამ სისხლის დინება...


სიყვარულზე ვმღეროდით,
და შავლეგო გვამღერეს...
და იმ ვაზის ყველა ძირი,
ამოძირკვეს, დასერეს...
ტკივილები დაგვაქვს ოხრად,
მიწა ისე გვყვარებია,
ყველას ჩვენი შავი ჩოხა,
სისხლში გაგვიხამებია.

და ცხა აპრილს - რუსთაველზე,
გამიმარჯვეთ ყველამ ერთად.
არ დავარქვით რუსთა ველი,
და მივედით ახლოს ღმერთთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი