მოსაგონარი მიძღვნა


არ მინდა თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
მაგრამ ტკივილი მერევა ნაცვლად.
მე დღესაც ასე იოლად მომკლეს 
და კიდევ ასჯერ მომკლავენ ალბათ.

სადღაა გული და გულის ფეთქვა,
- ამინდმაც იტირა, ხომ ხედავ?
რამდენი რამე გვინდოდა გვეთქვა,
და ახლა სიტყვის დაძვრას ვერ ვბედვთ.

სადღაა სიმართლე და სამართალი?!
გულები როგორ გავამთელოთ?
გვტკივა სიცოცხლე და მომავალი,
უშენოდ დარჩენილი საქართველოც!

შენ იღიმოდი ისე ხშირად,
ისე ლამაზად იღიმოდი...
ძმაო, შენ როგორ აგვატირე?
როცა სიხარულს მოველოდით.

გათენდა უჰაერო უბედობა
დილის სუსხიან გარიჟრაჟზე,
როცა შევიგრძენით უშენობა,
გრძნობა მტკივნრული ყველაზე!

გული მოგვიკვდა ყველას ერთად,
შენი ღიმილი ზეცას ამკობს...
შენ კი ახლოსა ხარ ღმერთთან,
მაგრამ ჩვენ გვაკლიხარ კანკო...

დათო 

————————————

მოვდივარ ძმაო, 
აღმართებზე, სევდით დაჭრილი.
გზებით, ჩაფლული ტალახში, ხრეშში.
დუმილიც ხმაა,
ხმაა გლოვის, გლოვის აჩრდილი
და ეს სოფელიც, დუმს და ხვნეშის;

როგორც წვიმაში მარტო დამრჩალი,
შეუხორცებელ იარებს ითვლის...
ბეწვზე დაკიდულ თოკზე დამხრჩვალი,
ხვნეშის და იცის, ეს ვერ გაივლის.

მიწავ, სად მიგაქვს ამდენი ცრემლი,
რაოდენ დიდი გქონია ტვირთი.
კიდევ რამდენი შენს მხრებზე ვივლით
და ბოლოს მაინც შენში ჩავყვინთავთ...

აპრილში წესით არ უნდა თოვდეს,
მაგრამ სევდამ და დარდმა დაგვთოვა...
როგორც არ უნდა დარჩენას ვთხოვდეთ,
ფაქტია, კიდევ ერთმა დაგვტოვა.

საბა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი