დედი


როცა პირველად გავახილე ჩემი თვალები,
როცა პირველად ჩავისუნთქე მე დედამიწა...
დედის ღიმილი დავინახე, დედის ხელები
ქვეყნად ვერაფერს შევადარებ გაჩენის იმ წამს.

როცა პირველი სიტყვები ვთქვი იქ იყო დედა,
როცა პირველად მოვახერრხე მეთქვა სათქმელი.
აი იღიმის უფრო გაზრდილს როდესაც მხედავს
თან ვერ იკავებს, ეპარება გრძნობა და ცრემლი.

როცა პირველად წავიქეცი ის იდგა იქვე,
წამომაყენა, ცხარე ცრემლით როცა ვტიროდი...
ხელი ჩამჭიდე კვლავ წავიქცე, ჰო დედი იქნებ
ვიცოდი ის სულ მოვიდოდა, მე კი მივრბოდი .

როცა პირველად ვუთხარი რომ ვაგვიანებდი
და მეგობრები ვაპირებდით გართობას გარეთ,
დე, ღამის ოთხზეც არ გეძინა მელოდებოდი
და კარზე კაკუნს მოელოდი შვების მოამბედ.

დედა ყოველთვის პირველია, პირვეთა შორის,
მას კი ვერცერთი ქალბატონი ვერ ჩაანაცვლებს.
არასდროს არის მის გულამდე მანძილი შორი
და ამ გრძობასაც ვერაფერი ვერ გაანელებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი