დაუსრულებელი ლექსები
ირგვლივ დილაა წუხანდელი ვნებების ჯარით ჩვენ კი ლოგინზე ისევ მორცხვი თვალებით ვზივართ მე არ მასვენებს მონატრება და სინანული უკვე წარსულში ჩარჩენილი დღეების მიმართ მე კვლავ ხელს მიშლის რომ დავწერო: გარე სამყარო, შინა ამბოხი - და გამუდმებით ეს ბრძოლები ჩემი თავიდან. მაგრამ ვახერხებ მერემდანედ ისევ ავღწერო მთელი ამბავი, მთელი გრძნობით მისი აღდგომით, ცივი გვამიდან. დაიწყო დილა მარტოობის ჩემი წამებით, შენ კვლავ გარბიხარ, მე არ ვიცი როგორ იქცევი. ტელევიზორში ისევ ისე ცუდი ამბებით... მისდევს წამი წამს ვერ ვუპოვე მეც გასაქცევი. და გადავწყვიტე ქაოსისთვის მხარი ამება ასე დაიწყო მიმოქცევა სისხლის გარეშე და მეც გამიშრა ჩაძირული გემის კაპიტანს ეს ოკეანე, გახვრეტილი გემის თარეში. თან უუჯრედო ოცნებები როგორც ამება თითქოს მებრძვიან შესუსტებულ პულსის ცემასთან. ამ გულის ფეთქვას სულ ცოტა ხანს ისევ ავიტან. დარჩა წამები და ამ ფიქრთა ჯარი გამიტანს. ვიცი ეს ჩემი არსებობაც არაფერს ნიშნავს... ტელევიზორში გვპირდებიან დილიდან წვიმას. ჩაიცვი თბილად და ელოდენ ზეციდან ნიშანს, აქ ქუხილამდე დაბრმავების ელვები ელავს. აი ვიტრინაც, ეს ბატონი ვარდებს შეიძენს. ქუჩის ბოლოში უმოძრაო ნაგავი ყრია. საგულდაგულოდ აკვირდება მერე შენაძენს და ამ ოცნებებს ახლა თეთრი ვირთხები ხრიან. მეც მივადექი მაღაზიას ორიოდ ცენტით და მთელი ფულით თქვენს სამყაროს ჯიბეში ვიდებ. კართან კი მხვდება ქალბატონო უცხო აქცენტით თქვენი არ იყოს მეც ვუსმენ და ვერაფერს ვიგებ. არარაობა, არაფერი არ ვარ საერთოდ. და არაფერსაც აღარ ვნიშნავ მე არავისთვის. ეს ჩემი წილი მნიშვნელობა სხვასთან გაერთო და ეს სიცოცხლე აღარ მიღირს მე არაფრისთვის. ყოველდღე ახალი ნიღბების მორგებამ ნელ ნელა გამხადა უცნობი არტისტი, პიესის რომელშიც იდგმება ოტელო პიესის რომელსაც ძალიან განვიცდი. ყოველდღე თავიდან ბოლომდე ვიღლები ეს ძილიც კოშმრების ამარა მტოვებდა კოშმრების რომელშიც არაფრად ვითვლები კოშმრების რომლითაც ძალები მეცლება. ყოველდღე ვკითხულობ შექსპირის სონეტებს, სონეტებს რომლებში მძაფრია სიკვდილი. ვაგროვებ ახლიდან საჭირო მომენტებს მერე კი მიქრება სიცოცხლის სურვილი. მაუზერს ვყიდულობ ქუჩაში მჭიდებით კედელთან ჩემ ჩრდილს კი ვუმიზნებ, ქაირამ. ვერ ხვდები? მაღალო ძალიან ,,მჭირდებით" თქვენგან კი სანაცვლოდ შტორმი და ქარია. ვისროლე, ვისროლე, ვისროლე კანკალით მკვლელობის მოტივი მე თვითონ არ ვიცი. ბოლოს კი ყველაფერს ისევ მე მაბრალებთ ამ ამბავს ზედმეტად უსულო განვიცდი. ჩვენ იმიტომ ვართ მარტო, რომ არ ვუშვებთ იმას ვისაც ჩვენთან უნდა. ჩვენ გამუდმებით ველოდებით იმას, ვინც არ მოვა და ამის გამო ყოველ დღე ვკარგავთ ახალ შანსს, ახალ სიცოცხლეს... და აი სუფრის დასაწყისში, ლოთმა კაცებმა დოქით სამყარო მოვიტაანეთ, თავი გავხსენით. ჩვენი უხამსი სულებისთვის იყო დაცემა მაგრამ გაიხსნა უფლისაკენ გზები სპაზმებით. და აი სუფრის შუაგულში ლოთმა კაცებმა, ქალის დიდებით გავაგრძელეთ ჩვენი სათქმელი. მერე ვუბრძანეთ ძლიერ მკაცრებმა რომ მოერთმიათ ლანგრით საჭმელი. და აი სუფრის დასასრული, ლოთმა კაცებმა ყანწით სამყარო მოვიყუდეთ და ვაღებინეთ. ანუ ეს ნიშნავს, რომ გმირებმა და მამაცებმა ჩვენი სათქმელი ამ ცხელ მიწას გავაგებინეთ. როცა გტკიოდა, იღიმოდი, წერდი ნოველებს... სვამდი ჭადრებთან, სიცივეში, ყინავდი ხელებს... როდესაც ფანჯრებს აღებდი და უმზერდი ველებს როდესაც დუმდი, წამდაუწუმ მიცვლიდი თემებს. მგონი დროა რომ ჩამოვცილდე ჩემივე სახეს. და სხვანაირი ხობლი მოვცე გაცვეთილ სახელს. ისევ მერძვიან გამუდმებით მაგრამ ვერ მღლიან პროცესები; -შეუქცეველი. ვარ რეალისტი, გამუდმებით ვისახავ მიზნად იმას, რაც არის შეუძლებელი. ჩემს თავს ველაპარაკები, ანდაც ეს ხმა ვისია? ეს ფიქრები ამბოხებმა იციან და იცაინ! სხვას რას გეტყვი ტიციან.... ამხელს დრო ამ შეთქმულებას ამ ხელს ვეტყვი გაჩერდეს! იარები ვისია? იარები ვისა?! სანამ მთები თეთრდება, უკვე იმდეს შეესწო, იღლება და ბერდება. დფედების მაგვარი, ეგ სიმწვანის წიაღი წყარო მთებს რომ ცილდება - უერთდება ნაპრალებს... ჩემი თავი მაბრალებს; - ეუჰჰჰ გიჟი ყოფილა... თორემ ამდენს იზამდა? დაკარგავდა ყველაფერს? სანაცვლოდ კი ვერც ერთ ფერს მიიღებდა ნახატზე... ვდგავარ ახლა ქუჩაში, მხოლოდ ფიქრის ამარა, ამალა კი ქარების ზურგში მომდევს; - რა დროა? რაც მე სითბომ დამტოვა, მარტო ღამის წინაშე... წიაღებში ამინდის წვიმის შემდეგ მოთოვაა. გადავერთე სხვა არხზე ,,პულტი" ხელში სამყაროს. პულსი უფრო სუსტია გუშინ ნაპოვნ სიზმარზე... ნაადრევად ვბერდებით ნაადრევად მივდივართ მე და ჩემი ნიღბები მე და ჩემი სამყარო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი