უძილო ღამის პროდუქტი
მე არ მეძინა მთელი ღამე რადგან მეგონა რომ კორპუსიდან ფრენა იყო ჩემი მიზანი... რადგან დუმილში დამეკარგა ერთი გოგონა, ოღონდ მეპოვა და ამისთვის რას არ ვიზამდი. ვიცი მიხვდები ეს სტროფები ვის მივუძღვენი, რომ მთლიანია ამ სიტყვებში შენი პორცია. მე ვდგავარ ახლა როგორც თეთრი იმედის ხენი და ჩემს სუფრაზე დაბრაწული ჩემი ხორცია. მე გაძარცვული სიყვარული მაქვს და მექნება, ჰო! მოვდიოდი შენამდე აქ შენ კი ტყუოდი. ალბათ უძლური ორლეონე კვლავ მე მერქმევა, რადგან იმედთა სამყაროში მარტო ვდიოდი. ნაომარია ის შენობა რომელშიც ვგდივარ, ხელში მიჭირავს ჯერ აგათა მერე კი შელი. უსასრულობის ტრამვაიში მე ვერ ავდივარ და ამ დატანჯულ გულის ფეთქვას ვერაფრით ვშველი. ვარ მეფე ლირი, ოცნებების წყვდიადში გამო, გვირგვინს და შიმშილს ერთდრულად მადგამს განგება. გრძნობებს გავამხელ დაქცეული სასახლის გამო და შეასრულებს თავის საქმეს სმენა - გაგება. გაივლის წლები! მე კი მოვალ ისევ გპირდები. რადგან არ იცი როგორ მინდა შენი ღიმილი! ვიცი გავაგნებ ამ ბურანს მე რიცა მივხვდები, რომ უსასრულოდ დიდი არის ჩემი ტკივილი. ნუ ეგონება რომელიმეს რომ შემეშინდა მე მხოლოდ შენი ტყუილები მტანჯავენ ახლა, დამარცხებული ჯარისკაცი მივდივარ შინ და როდესაც მივალ წამოვიწყებ ბრძოლებს თან ახალს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი