ირონია, ანუ კარგი დღეები N
ქარში, როგორც უძრავი წიფლის ხმელი რტოები, მელოდიებს უკრავენ; ჩუმად, განმარტოებით - ზუსტად ასე გავამხელ, სიბნელეში თარეშით, რომ ეშმაკმაც დალახვროს! კაცი - გრძნობის გარეშე. უნდა გამოიდარო - თორემ ფიქრი ამეტებს… მეც რამდენჯერ ვიდარდე, დარდი, ედმონდ დანტესი. რახანია ბებერ ყორნებს, არ უხილავთ ლეში - წაქცეული ღობე-ყორე, გაზაფხულის თქეში! მეგობარო, რა ხანია, ჩვენც ვუჩივით ამინდებს. შენი მოსვლა მახარე, მზის ამოსვლა არ მინდა! გახსოვს? უბნის ქაოსში, ხალხით სავსე ქუჩები… ახლა შავით შეგვმოსეს, ონავრებიც, ურჩებიც. -ბიჭო, გახსოვსვ ის გოგო?! პირველად რომ უთხარი- შეგიყვარდა, როგორ, როგორ გითხრა უარი… ცხელი იდგა ზაფხული, ტბორები რომ დაშრა… ჯერ ხომ არსად ნახულა, კაცი - გრძნობის გარეშე! შენ ის უნდა გენახა, ზღვაზე, თეთრი გემები, ჩერდებოდნენ რახანს, რახანს ჩვენი გეგმებიც - იყო ზღვაზე გასვლა, ვოცნებობდით მაშინ მიწის ზღურბლზე მისვლას! სიცილ-კისკის გზაში… და მერე კი ცხოვრებამ, უფროსწორედ დრომ - არ შეწყვიტა დინება, შეგვასწავლა, რომ; შენნთუ არ გაჩერდები, მიხვალ, ყველა მხარეში! და პირველი ბერდება; კაცი - გრძნობის გარეშე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი