ლაჟვარდები ფანჯრიდან
კვლავ ააცილებს კუპიდონი, მოუსავლეთში ისვრის ისარს, რომ გაზაფხულის კაბადონებს, მოსავდეთ წვიმა და ნისლი. ანუ, ჯერ კიდევ კამათობენ, როგორ გაგორდა კამათელი. და ამ დამტვერილ კარადებზე, დუმილს ვერ უძლებს კამერტონი. ჩვენი ქალაქის ბებერ თაღებზე, ხელით კაწრავენ ხოლმე თარიღებს; ხშირად მართლები ან თაღლითები, ესეც უდაოდ სპექტაკლია! ჩვენ კი დაკარგულ გლოვაში წამთა, ჯვარს გავაკარით, ვაწამეთ, მაგრამ რომ გვკითხო, ვიწამეთო, ვიტყვით - უყოყმანოდ, სპეტაკად… ქუჩაზე, სადაც გეძებდა თვალი, ვმოძრაობ შემთხვევით ან განზრახ. და თუ გაეტევა თებერვალი, მოვიყვან მონატრებულ გაზაფხულს. ხშირად ვამბობთ რომ დავიღალეთ, როგორც დასეტყვილი ვენახები. ყველა ურჯოლოს სისხლი დაიღვარა, როცა ვერ გიპოვე - ვერ გნახე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი