მტრედი, ვიტრინის შუშაბანდიდან
მთის ქარაფიდან ნისლი აფრინდა, ჩემი ბუხრიდან ბოლი - მტრედი, ვიტრინის შუშაბანდიდან, ყორღანებიდან - გნოლი. გამოდგა ეს ბნელიც ვერაგი, შავი და უღმერთო - სადაღარ, გეძებე რწმენავ და ვერ გაგნებ, და იქნებ დასრულდე ამაღამ; წყეული ფიქრების თარეშო, რომ იქნებ წყვდიადი ვუარყო… დავალ ამ სიკვდილის მხარეში, დავღალე, დავღალე ულაყიც… ეს ლექსიც გამოვა სევდისა, რა ვუყო, რაცაა ეს არის, იმედო, იმედო, გაგცდი სად?! მითხარით, მითხარით სად არის?! გზა ქედებს ერთვის და მახელებს, მოვუცდი რას იზამს, რას იტყვის, გზამ თუმდაც დაიწყოს გამხელა, რას ვშველი რაც უკვე დასეტყვეს. უცხო მიწების ბინდით მმოსავს; და ჩემს მიწებზე არ დარჩენილს - მაინც მაშინებს ამ დღის მოსვლა, -ვგავარ დახრჩობას გადარჩენილს; იქნებ ჩასუნთქვას მაინც მაცლის, ამოვისუნთქო უნდა ისე, ბოლო მოვუღო დამღლელ მანძილს, სევდას მორჩენილ დასაწყისზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი