ლოყაზე რომ გეფერო


ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით,
მეცხრე ფერით აჩრდილო,
სამყარო რომ დაჩრდილე.
შენ, ნახევრად სავსე ჭიქით,
მხრებზე თმებით - გაშლილი,
ბევრი კაცის გულს დაშლი.

როგორ გავხარ მზეს ივლისის;
მაღალ მთებზე ნაფენი,
ლოყაზე რომ გეფერო.
სად არ წავალ, სად არ ვივლი,
მაგრამ, ვაი, ამ ფერის
არ მოველი არაფერს.

ზღვებზე თურმე, როგორც შარშან,
დიდი თეთრი გემების,
მოსვლას ეგებებიან.
მაგრამ მერე ზღვები დაშრა,
და ეს ჩემი გეგმები
სულ სხვა კოშკებს აგებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი