შენთვის მოსაყოლი ლექსი


ნისლში დაკარგული დღეები,
ნისლში ჩაძირული ტაძრის -
მძიმედ დარაზულ კარებს აღებენ,
და მოვუკიდოთ შენახულ ღერებს,
სანამ სინათლის ბგერებს ვამღერებ,
სანამ სინათლე იბრძვის.

მე დავიბრუნებ დაკარგულ იმედს,
შენ დააპურე ქუჩის კატები.
და გაღებული, შენგან, მცირედი,
ჩემთვის დიდია ახლა იმდენად,
რომ განთიადზე წერილებს გწერდე,
ასე მსუბუქად, მჩატედ.

ვწერდე, ნისლშივე დაკარგულ დღეთა,
ნისლში ჩაფლული ტაძრის კარები,
როგორ გააღე, სიბნელის ხევთან,
ქარში, მღევვარე რიგებში, ხეთა,
ალბათ მახლობლად - მცხეთის,
ნეტავ ოდესმე თუ მომიკარებ?!

რომ დაგიშალო თმები - დაწნული,
შვეხო შენი სულის სილაღეს.
მთებში, ჩემს მხარზე წამოგაწვინო,
რომ მეც გაგიხდე შენი ნაწილი,
და როგორ უნდა ამ მთების არწივს,
შენი გრძნობები გადმოულაგო.

შევხსნა ღილები შენი პერანგის,
სიმორცხვით, დარდით ამასთანავე…
რომ გაგვითენდეს ღამე, ვერაგი,
ამ ბურანიდან უნდა გავაგნოთ,
რომ შევისწავლოთ სხვადადხვა დარგი,
გავყვეთ რემებს და ქარავნებს.

მერე საჰარის ტრამალები,
როგორც სირთულე ტოპიკების-
შენ კი გრძნობები უნდა დამალო,
შეუგრძნობელი განცების კვალი,
და სხვა სამყაროს დავალებით -
ბოლოს წავიდეთ ტროპიკებში.

გზაგასაყარი უნდა მოხაზო,
სადღაც, სხვა ტომთა მიწების…
ღამით უძილო სიკვდილი მოგყავს,
და გეფერები როცა ლოყაზე -
შავი თვალების სიღრმეში ოხრავს,
ამის მოთმენაც, უდავოდ მიწევს.

მერე სანთლის შუქს, დარაზული,
ქოხის კედლებში როცა დავანთებ;
სულ სხვა დარდია გავაზების -
გადაუფრენენ როცა ამ ვაზებს -
და ჩვენც გაფრენას გვთავაზობენ,
ჩვენი ამბით და დანართებით.

მაგრამ სანთელზე მეტად ანათებს,
წყვდიადის ბოლოს შენი ფიგურა.
და სადღაც ქრება აპათია,
როცა ცხრა ღამეს გავათენებთ,
თავზე მზის სხივი დაგვენთება -
შენც საბოლოოდ დაისადგურებ.

და როცა თავი ჩამომდე მხარზე,
ამდენად დიდი გზებით მოსული;
ყველა უაზროს აჩუქე აზრი,
გაფანტე ნისლი გარშემო ტაძრის,
და აღარ ვდარდობ დანარჩენ სხვაზე,
ყველაზე წმინდა გრძნობით მოცული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი