დაუღალავი შემართება, სულის ამბოხი


ღამენათევზე, თუ იშვიათად,
ვიღიმით, გვიყვარს, ვიჩემებთ;
ნეტავ სიგიჟე არ დაგვდონ ბრალად,
თორემ სიმშვიდეს ვინ ჩივის?!
ვინ ჩივის სიშორეს ნავსადგურის?!
საერთოდ ვინმე ნატრობს ნაპირებს?!
მე მოგიყვები გურიაზე,
შენ მომიყევი - რას აპირებ;
ალბათ, ორივეს სული დათოვა
თოვამ, ადრეული გაზაფხულის,
ჯერ გაუგნებელ გზებზე დაგვტოვა,
ნეტავ, რა ასრის მისი განზრახვა…

ვინ იცის, თეთრი იალქნები,
ზურგის ქარი და გზა შოროდან,
ამ მხარეს რატომ მომაქანებენ?!
ჩემს მხარეს რატომ დავშორდი?!
ხომ დაშრებოდა თვალში ცრემლი,
ზღვაში წყალი და გრძნობა სულში;
შენ რომ არ გავდე მოსვლას მერცხლის,
ყინვების მერე, გაზაფხულში…
და თუ შენს სხეულს ყინვები,
ერჩის და გცივა, გცივა და ერჩი,
ამ შუღლს და ბრძოლას ნუ გადაყვები
ხშირად დადექი ხოლმე ჩემს გვერდში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი