აქედან რომ წავალ
აქედან რომ წავალ სადმე დავეგდები! დანარჩენ სამყაროს დავუწყებ ღრენას! მე ხომ ყველაფერს ავკიდე დარდები! მე ხომ ყველაფერს ვუპირებ კბენას! არ გაგიკვირდეთ ვარდები, ვარდები ახლა კარგავენ ფერს, მეც დამავიწყდა ცურვა და - ვუახლოვდები ფსკერს. სიმშვიდე ხომ ახლა ბოთლშია მოცული, ბოთლშია რომელსაც თან ერთვის აპათია. თან ბოლოს ფიქრები გამოდის მოკლული, ფიქრები რომლის ბოლოშიც ხიფათია. ნიკა კუკავა 2020წ. 2 მარტი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი