მათხოვარი


ბოღმით გავსებულა ქუჩა - ნაგვიანი,
დაბლა ტროტუარზე ვიწრო ფილებია...
ბოღმით გავსებულან ქუჩის ჯამბაზებიც,
თითქოს წარსულიდან დრამის ფირებია.

ჩემ წინ ელიტური წარსდგა კორპუსი და
ასფალტს აწვებიან მძიმე მანქანები,
ირგვლივ უცნაური ხალხი მოძრაობს და
თითქოს მარაზმი აქვთ ამათ ნაბრძანები.

ასე რუტინული მერვე მოსახვევი,
ვიღაც მომადგება - მაქო სათხოვარი,
თვალებს უცნაური ბინდი აკრია და
მორცხვად ჩამჩურჩულებს- ვარო მათხოვარი.

ხელზე დაკარგული წლები ეტყობოდა,
თმებში ჭაღარაა უკვე გარეული,
ირგვლივ ალკოჰოლის სუნი მძაფრდებოდა,
ვატყობ - რომ ის იყო ძლიერ დალეული.

ჯიბეებს მალევე მივმართე საშველად,
გამოწვდილ ხელები გავავსე ხურდებით,
მომინდა მისი წარსულის გაგება,
ხმაური - და მერე ორივე ვჩუმდებით.

ჩემს წინ ელიტური წარსდგა კორპუსები,
მაძღარ ელიტისგან ნაშენები,
ამ დროს ზამთარში იყინება,
და იკვებება ნარჩენებით.

გადახევია ქურთუკი სხეულზე,
წინა წელს ვნახე - ყიდდა კესანებს.
ვეღარ ითვლიდა ქართა საღამოს,
სადღაც სარდაფში ნათენებს.

მარჯვნივ მდიდრული რესტორნები,
სალხი მდიდრული სამოსელით,
მარჯვნივ უძლური ბერი-კაცი,
ძლიერ ტკივილიდან მოუსვლელი.

- ჩემი ოჯახი უცხო კაცო,
სხვისი ავარიით დავკარგეო,
ცრემლმა გადაჭამა თვალები და
რაც მქონდა ისიც გავფლანგეო.

მაშინ მე არავინ დამეხმარა,
ყელში ამოსული სამძიმრები,
ყალბად გაღებული მხარდაჭერა,
ფიქრში ასე უფრო დავმძიმდები.

დავკარგე ძველი მეგობრები,
და მათ უგულობას ვრწმუნდებოდი,
როცა მჭირდებოდა გვერდში დგომა,
მივლიდნენ და მეც ვჩუმდებოდი.

ხურდები უკანვე დამიბრუნა,
თავის - გადაყარა თვითონ მონეტები.
თვალებს უჩვეულო წვიმა ეწვია და
ალბათ ახსენდება ძველი მომენტები.

ნახე დახეული მეცვა ქურთუკი და
ვთქვი რომ შენთან მქონდა რაღაც სათხოვარი.
მდიდარ - ელიტური მე ვარ ქუჩებიდან,
მაგრამ მაინც მქვია გრძნობის მათხოვარი.


ნიკა კუკავა
2020წ. 9 ივლისი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი