კიდევ ერთი


კიდევ ერთი რომ ჩაივლის ღამე,
უფრო მეტად დაღონდება გული,
ახა ვნატრობ მაშინ მეთქვა რამე,
სანამ საქმე გახდებოდა რთული.

ცოტა დროა დარჩენილი ცოცხლად,
ყველაფერი დასრულდება წამში,
უარს ვამბობ ყველაფერზე ფრთხილად,
მე მოვხვდები ჯოჯოხეთის ზღვაში.

მზე ისევ ანათებს, ალად მოდებული,
ლამაზი დღეა, უქარო, მშვიდი...
ისევ განმსჯიან, სამართლად წოდებული,
მოსამართლეს აქვს ჩაქუჩი დიდი.

რომ დავაშავე, ეგ ამბავი თვითოვე ვიცი,
ვეღარ მოვითხოვ, გვიანია მონანიება,
სიკვდილთანაც დამიდია მირჩილი ფიცი.
იგეგმება ჩემი მოკვლის ღონისძიება.


ნიკა კუკავა
2019წ. 17 თებერვალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი