სამარგალოს ქუგუალე ჯიმალეფი
სამარგალოს ქუგუალე ჯიმალეფი, კვლავ მეგრულად შემოვძახებ ბებერ ურთას, პაპანწყვირის ფერდობებთან გადავთვრები რასაც ადრე სალეგენდო სიტყვა უთქვამს. ჩქინ ჸოროფა დობხვამუათ ათე ჭირქათ! ის ერთობა რომელმაც ჩვენ გაგვიტანა! სიყვარული ჩვენს წინაპრებს ჩაესუნთქათ, რომლიდანაც გამარჯვენმბამ აგვიტანა. დობხვამუათ ხოლო ართშა ოდაბადე, ჩქინ ბაბუში ნაშნები ჭიჭე ოდა, ჩვენ კოლხეთის დაბლობებზე დავიბადეთ და ეს მტერი შექმნის დღიდან გაგვირბოდა. გუმორძგუას მუკოკვათილ აფხაზეთის, ათე ჭირქა დორთინაფაშ ქოოფედას მე არ მჯერა გადასმული ამ ხაზების, და ვგიჟდები რომ ეხებით ჩვენთვის წმინდას. მა ხობიშ დო ზუგდიდიშ შკას გემიდგ ჸუდე დო მარგალურ ზისხირით ფუნს ჩქიმი გური. ასე ხამუს დობლასირანქ ვარდას მრუდე! დო ქობთქუანქ: ჩქიმ ენგური გეგნობნჩური. ახლა წვიმა გადაფრეცხავს მგლის ნიღაბს და მერე ცხვარი შემომრჩები სამსხვერპლოზე. რა გგონია ჩემს მიწას რომ ატორტმანებ? მქუხარებით და ყიჟინით გამსკდარ გულზე! გადახსნილი ვენებიდან სისხლის დენა! ბაბუს თოფში ჩატენილი ტყვია დენთით! ჩვენ კოლხური გვასაუბრებს ძველი ენა და გმირები სიკვდილისას ენგურს ვერთვით. გულკეთილი ხალხი ვართ და ბევრჯერ გენდეთ, მაგრამ ახლა სამშობლოა ყველაზე წინ. ჭაჭვებიდან დრო მოვიდა ისევ ავწყდეთ! და მტრის სისხლით ვიქეიფოთ მტრისვე ცხვირწინ. ნიკა კუკავა 2021წ. 12 აგვისტო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ქუგალეე ჯიმა 😍😍😎😎