მტრებმა ითამამეს


მტრებმა მომაჩვენეს თავი მოელვარედ,
გვერდში დამიდექი ძმაო, ქარიადნა...
სხვები ამ ოთახის კარებს მოეფარეთ
რადგან უცნაური ქარია და
ფასია აღარ ააქვს უკვე აღარაფერს
სურნელს შემახსენებს ჩემი ,,ოდაბადე"
იმედს დამარცხების ვხედავ აღარ აფრქვევ
აჰა მამული და მოდი, უთავადე...
უკვე გადაფრინდნენ იქით - საჰარისკენ,
სადაც სითბოების მთელი ჯარია და
აღარ მოიწევენ უკვე ჩემი ხმისკენ
რადგან უკეთესად სხვასთან არიან და...
ყველა მოღალატეს ვუძღვნი გამარჯვებას,
რადგან ეს მოგება მათთვის მარცხია და
აღარ მოგაძახებთ ძმობის გამარჯობას!
რადგან ჩემი თავი თქვენთვის გაიაფდა.
ჩემი სამყაროა ჩემი საღზვრებიდან
ჩემი საზღვრები კი უსაზღვროა!
თქვენით წაიშალეთ თავი გრძნობებიდან
ჩემი გრძნობები კი ისევ უძიროა!
იქნებ თქვენს გარეშე მე ვარ ნაცრისფერი
ან და თქვენ მოგაკლდათ ჩემით სიძლიერე!
აღარ ვუფიქრდები მტანჯავს ყველაფერი
აჰა მამული და მოდი - იძლიერე.


ნიკა კუკავა
2021წ. 17 სექტემბერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი