ის სამი წამი
ღამდება და მეც ვციდლები საზღვრებს... ქარია, ხიდან ფოთლები ცვივა... ქუჩაში ისევ მოვიცვამ ქურთუკს, რადგან უშენოდ ძალიან ცივა... ის სამი წამი მახსენებს ტკივილს, როცა ქუჩაში მოგკარი თვალი... ახლა დროება სამოსელს იცვლის. რომ არ დატოვოს ზაფხულმა კვალი. გახსოვს? იმ თვეში ოჰ, როგორ თოვდა, ზამთარმა სითბო აბრძოლა ყინვებს... ჩემი ხელები შენდობას გთხოვდა, შენგან კი მხოლოდ ისმენდა სიტყვებს. შენ ხარ ტანმაღალი სვეტი სალოცავთან, მე კი უშენობით მქვია ათეისტი. ისევ გავექცევი ფიქრებს სამალავთან, და თავს კვლავ ვაბრალებ რომ ვარ ეგოისტი. მოვეშვი, ნიავს მივანდე თავი, რადგან წახვედი და ვეღარ მხედავ! ქარის მოტანილს მოვხვიე მკლავი და ალიონთან თამაშსაც ვბედავ. აქედან ახლა ბურუსი მოსჩანს ბურუსი მსგავსი განმარტოების. თუ კი დამჭირდა გავალღობ ტიტანს, რადგან ვიწამო: გაფართოების. ნიკა კუკავა 2021წ. გაგანია აგვისტო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი