ბოლო ღერი


ზაფხულია და ივნისში ჩამისახლდა ანარქია,
ღრუბლიანი წვიმიანი, უცნაური დაისია...
თეთრ გემს მოვწყვეტ კასპიის ზღვას ღუზიანს და იალქნიანს,
ასეთი მე არასდროს და არაფერი განმიცდია...

ბოლო ღერი იმედის და ბახუსია ცარიელი,
აივნიდან ვესალმები შორს მიმავალ მთვარეულებს...
ოთახია ჩემს წინ ახლა უჩვეულოდ არეული...
გამარჯვების ხელს გავუწვდი დღეს მე არყით დალეულებს...

აღტაცება უჩვეულო, აღტაცება ჩემს თვალებში...
შენს წინ ახლა სულ თავისით დაწერილი სტროფებია...
უჩვეულო სევდა მოსჩანს დატოვებულ ნაკვალევში...
ამ ველებსაც უცნაური ემპათია მოფენია...

რომ შემეძლოს იმედებთან მოვაწყობდი დივერსიებს...
დანატოვარ სიმშვიდეს მე გადავცვლიდი ამბოხებში.
გავკაფავდი შენსკენ გზებს და ვასუნთქებდი იმ ვერსიებს,
შენს დანახვას რომ მთავაზობს უჩვეულოდ ახლო ხედში...


ნიკა კუკავა
2021წ. 12 ივნისი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი