შენი ხმით ვძლიე
დრო ხომ აქ ისევ თავისას შვრება... ომი რომ იყო და წვიმდა ძლიერ, მე იმ სიტყვებში ვიპოვე შვება... და ამ ქარიშხალს შენი ხმით ვძლიე. და ბოლოს ფერფლი შემორჩა ცეცხლის წამართვი გრძნობა, ფიქრი რომ ვერ ცვლის, შენ ირგვლივ სუნი აყარე - დენთის, სუნი რომელიც სიმშვიდეს ერთვის. ნიკა კუკავა 2021წ. 20 სექტემბერი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი