პროპაგანდისტული მანქანა
უალკოჰოლო თრობის კონა, მერე დოსტოევსკი რომანებით. წრეში დანთებული ცეცხლის მონა, ირგვლივ მოძრავი - შამანებით. უკან მომყვებოდა ფიუდერი, კარამაზოვი წიგნით ხელში. გადაკარგული ფიქრის წონა კარავ დაშლილი ლაშქრით გვერდში. აქით ვეინბახიც დაუშლიათ, თავზე დაჰკიოდა ჰოროვიცი. ქვებზე კლავიშები გაუშლიათ გულში საიდუმლო - ,,მე'რო'ვიცი". ერთად ვიკითხავდით რომანოვებს, მერე გვპასუხობდა თეოდორე. მთლიან იმპერიას ასაზრდოვებს კლანი რომელიც მე - ავამდორე. - სცენას მოაცილეთ დავიდოვა, ლამის გაამართლა ჩიკატილო. მე კი მონეტები დამიტოვა ბორის - ბნელ ოთახში ჩაკეტილო. სადხარ ,,ამხანაგო" ლეგასოვო, იქნებ განმეორდეს კატასტროფა... - ფურცელს საიდუმლო ჩააქსოვო, იქნებ მოამზადო ნებისყოფა. პროპაგანდისტული კამპანია მისი დამარხული გმირებიდან მარიონეტული - მიზანია ყველაფრის შოვნა არაფრიდან. ნიკა კუკავა 2021წ. 2 ივნისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი