თუ სიკვდილია


თუ სიკვდილია, იყოს სიკვდილი,
მტრის სისხლით შევღებავ - დიდგორს ან მარაბდას,
თუ ჭიდილია - იყოს ჭიდილი!
ქარს ვატან აწმყოს, ჭირსაც ან ვარამს და
მე მარტო დავდგები თუ გახდა საჭირო!
არ მინდა ეს მიწა ტკივილით ვატირო.
არმინდა ამ გზებზე დავთესო ვარდები,
ვიცი რომ ისინი თავისით ამოვა,
არ მინდა ბრძოლის წინ ვამძლავრო დარდები
ვიცი რომ ლოცვებით რაც მინდა - გამოვა.
ენგურის მიღმაა სურვილი ყიჟინის!
ერთ დროს რომ მამებმა გათალეს ვარძია!
ვაჟკაცო გმირობა ოოო როგორ შეგშვენის,
იცოდეთ ეს მიწა რომ ჩვენი განძია!
შენკი მამულო, დატანჯულო - ჩამონგრეულო!
იმ მთის ლოდებით აგიშენებთ ისევ ციხეებს,
შენ კი ბრძოლებით გარდაცვლილო ჩემო სხეულო,
სულის დიდება დაჩემდებათ მარტის სიცხეებს!
მერე აგვისტოს კვლავ ყიჟინით გავუღებთ კარებს,
კვლავ გაბრწყინდება ჯვარს გაკრული - სვეტიცხოველი!
დიდება ენას - და მის გამო წამებულ მამებს!
იცოდეს ყველამ მათ დიდებას რწმენით მოველი.
მივალ გელათთან, 
და უფლისთვის დავანთებ სანთელს,
მთელ საქართველოს კი ვუსურვებ მომავალს - ნათელს.


ნიკა კუკავა
2021წ. 7 ნოემბერი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი