უაზრო რევერანსი
შენ ასრულებდი უაზრო რევერანსს, მე ვამაღლებდი დასავლეთ ლაიბებს! ბოროტის მზერაში არაფერი ჩანს, ზედაც არავინ უყურებს ღარიბებს. ხელებზე სისხლი აქ გრნერალ-მაიორს, სიყვარულს მონები გადაყავს მალპოსტით! ჩვენ ისევ წაგებას ვულოცავთ პარტნიორს, გვაფრთხილებს წარსული ძირძველი ჟესტებით და ისევ დაბრუნდნენ მემგონი მანები, ვირიდებ მომავალს ათასი მანევრით! აქ შვილებს სიგარას აწვდიან მამები... რომ კვამლში დაფარონ სამყარო წამებით. აქ ყველა სახეზე წააგავს მანდრილებს, ირკვევა ნელ-ნელა მომავლის მოტივიც, ვიღაცა ვიღაცის დაცინვას აგრძელებს. ცრემლებით სრულდება გმირობის ამბავიც. ღიმილი აკლიათ ჯამბაზებს... კლოუნებს, დაიმსხვრა მემგონი იმედის მითები... ვიქნები სანამდეც ნერვები გაუძლებს. მერე კი მეხსნება სუნთქვა და ტვირთები... ნიკა კუკავა 2020წ. 21 იანვარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი