ქართველი ვარ
მე რომ მქონდეს იერი, დამთავრებულ ეპოქის, მაშინ შიშს ვატარებდი! ჩასაფრებულ მეტოქის... სტროფებს მოვიპარავდი, ჯერ არ შექმნილ წიგნიდან, შიშის ყველა ციხეს მე, გავტეხავდი შიგნიდან... მე რომ მერქვას ლაჩარი ზურგში უფრო მრტივად ჩაგაქსოვდი მახვილს და წაგაქცევდი სასტიკად მე რომ მერქვას მშიშარა, ისე გავიქცეოდი ბრძოლის ველზე თითქოს რომ არც ვყოფილვარ ვიტყოდი... მე რომ ვიყო უძლური, ისე დამამარცხებდი... ვერ ავწევდი მახვილს და იქვე დამანარცხებდი. მაგრამ ისევ გახსენებთ მოგლეჯილი გვერდიდან ქართველი ვარ ხმაურის გამარჯვება მკერდიდან არ შევმოსავ იმედებს, უსაფუძვლო ოცნებით, ბრძოლა ისე მიკდლებს დავამტკიცებ რომ ცდებით! ქართველი ვარ გახსოვდეთ, სამშობლოსთვის მოვკვდები! მტრის მაჯისთვის გამიზნული ტყვია ვარ და მოვხვდები! ნეტავ თვითონ გენახა, ქვეყნისთვის რომ ვიბრძოდით, აბჯრით ყველა შემოსვისას, მოვკვდებოდით ვიცოდით... მაგრამ რაა სიკვდილი, დასაცავი ბევრია, დასაცავი ენგური დასაცავი მთებია! წამებია უბრალო, წუთებია უბრალო, როცა ყველას გვებრძვიან და იმატჯვებს მურტალო... შემოსილი ზაფზულის დასაწყისის ბოლოდან, ეს წერილი მიიღეთ ყველამ! საქართველოდან ნიკა კუკავა 2021წ. 27 ივნისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი