მისალოცი


თოთხმეტი წლის წინ, 
ზუსტად ამ დღეს იწყება რაღაც,
დღეები იწვის,
და საოცარი ლეგენდები ითხზება მართლაც.

ჩემზე და შენზე,
მათზე და ჩვენზე,
ისტორიებს ვუყვები აწმყოს,
ვერცერთი ძალა მოახერხებს,
ჩვენ ორი გაგვყოს.

და მომავალი?
მომავალში იცი რა ხდება?
გამომავალი
ყველა ფიქრი ერთად ახდება

გასაოცარი იმედებით ვავსებდით დღეებს
ვუყურებთ ფიქრებს,
და ოცნებებს სადღაც მიქრიან
განვმეორდებით ჭახუნში ჭიქის.
და ძმობის ხიდზე თაობებიც ჩვენთან მიდიან.

რაღაცას გეტყვი,
ფეხზე წამომდგარ
სადღეგრძელოს შევსვამ მანამდე,
შენთან ვიქნები
მე სიცოცხლის ბოლო წამამდე

ძმობა, ერთობა შემოგვრჩა და
გთხოვ მოვუფრთხილდეთ.
ცოტა მეგრულიც და ამ ჭიქას ქარმა აბუქა.
ძლიერ მიყვარხარ ვიცი რომ იცი
დაბადებაშ დღას მიგახვამანქ,
ჩემო საბუკა.


ნიკა კუკავა
2021წ. მაისის ბოლო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი