ძმაო, რაღა ვქნა?
ძმაო რაღა ვქნა, სად წავიდე, რითი გიშველო? ჰო ახლა ვხვდები, შუა ღამე როგორ ახლოა. სადღაც გამქრალი იმედების ბოლოს გიპოვე. ახლა თვალები შავ ღრუბელთა სამოსახლოა მოდი, გვჭირდები, ახლა იცი? როგორ ძვირიხარ. გაელვება ხარ დადუმებულ დაბურულ ტყეში, თითქოს წვიმები დაიწყო და სადღაც მირბიხარ, და ამ დროს უცებ ვიჩეხებით ბრძოლების ხევში. ძმაო მღალატობ? მენატრები შენ კი მიდიხარ. მე კი არ მინდა შენთან ყოფნას გადავეჩვიო. როგორც არასდროს ახლა ასე ძლიერ დიდიხარ. შენი ნახვით კი მეფეებიც გაოგნდებიან. იქცა სიკვდილი დაბრმავებულ არარაობად. მეც მოგაკითხავ, მერე ერთად ვიძიოთ შური. აბჯარს ავისხამ უშენობის გამბედაობად. და გაგახსენებ, როგორ ძლიერ გვატკინე გული ნიკა კუკავა ----- -- --------
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი