ეს რა მოგსვლია
ეს რა მოგსვლია... ბატონო აგათია, გუშინ მწუხარების ღამემ დაგათია. თვალებმა ცრემლების დაიწყეს გამეფება, ფიქრები თქვენი კი სიბრაზით იყეფება. ვხედავ რომ რითმებიც აქედან გდევნიან, და დღემდე ვერ ვხვდები ასე რა გწყენია. ხომხედავ ძლიერ რომ გამხდარხარ აგათია, თან ხელზე შიმშილის ბორკილი გიკეთია. უძილო ღამეებს ვერ გითვლის იმედები, და ყოველ დილით შორს წასვლას ივედრები. სად გაქრა? სად გაქრა? ეგ შენი მონდომება, სად გაქრა ეგ შენი აწმყოსთან მიჩემება? ... ფეხზე წამოდგა ბატონი აგათია, და მგონი ჩვეული დუმილი დაარღვია. სად გაქრა? სად გაქრა ეგ ჩემი მონდომება? ხომ დედავ რომ ჩემი ღალატი იგეგმება. ხომ ხედავ როგორ დამტოვეს იმედებმა, და ჩემი სიკვდილის ამბები იკერება. ერდათერთ მშველელად კი დამრჩა სასმელი, მე გკითხავ, სად გაქრა მომავლის სათქმელი? რიგებად დაეტყო ზამთარი ,,დონ ლეონეს" და შურის ძიება არ უნდა კორლეონეს. ხომ ხედავ კარს მიღმა რა ხდება დორიან, და ხედავ? შენებიც რომ სხვაგან გარბიან. შეხედე! შეხედე! რა ხდება დორიან, რომ შენი სიმტკიცე სხვებისთვის ჭორია. ახლა რომ გაგათბობს ის მერე დაგტოვებს, და რასაც გიამბობს წარსულში ჩატოვებს. შეხედე? ახლა კი დახუჭე თვალები, რად გინდა უყურო... დაგედოს ვალები. ... დავფიქრდი და თითქოს დამეტყო მწუხარება. დავფიქრდი და სადგაც გამიქრა გახარება. ვიხსენებ გუშინდელ საღამოს რაც ვნახე! დავჯექი და სიტყვით აგათას ვანახე. ფიქრებმა განაჩენს უპოვეს აღსრულება, და მეც მომინდა ამ ამბის დასრულება. ჩემგარდა არავინ შემოგრჩა აგათია! ჩემგარდა არავის სანათი არ ანთია. ... ჟამს გადავაბაროთ სუდარა აწმყოსი, უსმინე! წარსულით ქადაგებს ,,სალოსი" ... ეს მონოლოგიც სულ მალე გამეფდება! და ამით მომავალს მოელის განათება! ნიკა კუკავა 2021წ. 25 თებერვალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი