ვნახე ლექსები დასაწერი
ვნახე ლექსები დასაწერი, ვნახე რითმები რამდენია. ფიქრებს სასმელი გამოეყო, მე რა მაწვალებს გამთენია. სიტყვებს ლურსმნები დავაჭედე, ღამე ჩვეულად გაყინული. გეგმებს ბოლოჯერ გადავხედე, წიგნში თვრამეტჯერ ჩანიშნული. ცაში აჭრილი თოლიები, ამბებს ზღვასთან მიყვებიან. ზღვაში გაჭრილი გემები კი მზის ჩასვლას უკან მიყვებიან. ვნახე ლექსები დასაწერი, ვნახე რითმები რამდენია. ფიქრებს სასმელი გამოეყო, მე რა მაწვალებს გამთენია. შენი სიჩუმეც დამღლელია, საით წავიდა სამართალი. ფიქრი გონების მმართველია, შენ კი რა დაგრჩა სამართავი? ნიკა კუკავა 2021წ. 16 მარტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი