იცით? მომენატრეთ.
როგორ მომენატრეთ ფიქრში გრაციოზულ, ომში ვმარცხდები და იმედს არ მატანენ.. სახეს შევიფერებ ისევ სერიოზულ მერე მივენდობი ძირძველ ჰარმატანებს... ახლა შხამივით მაქვს სისხლში უთქვენობა, ჩემთვის არ არსებობს აქ სხვა ანტიდოტი... ძლიერ მიყვარხართ და ამის უთქმელობამ, უკვე მე დამარქვა ხედავთ? იდიოტი. როგორიც გახსოვართ, ისეთი ვბრუნდები... მაგრამ ეგ მომენტი შორია ძალიან, მე ისევ ვხმაურობ და აღარ ვჩუმდები, ჰო ჩემი ფიქრები სულ თქვენთან არიან. და საით ვბრუნდები, იქნებ თქვენ არ მიღებთ იქნებ ეგ პეპლები ახლა სულ სხვაშია... კარები ჩაკეტეს, მე ვამბობ გამიღეთ, მაგრამ მხეცთან ვარ რომელსაც ძან შია... საით ვარ, საით ვარ ვერ ვარკვევ ძვირფასო, იმედი მექნება რომ კარგად ბრძანდებით... ვოცნებობ, სულ ერთი კოცნა რომ მაღირსო, მე და ეს ოცნება კი ხრამში ვვარდებით... ვაბანკი ჩემშია და გასვლას აპირებს, სულ ბოლო მცდელობა შემომრჩა იცოდე. რორამე გაფრთხილებ, გავყვები ნაპირებს, მინდა რომ ცხოვრების ბოლომდე იბრძოდე. ორი დღე გავიდა და ასე მგონია წლებია გასული შენი ხმის გარეშე, ჩემში კი აქ ისევ ჩვეული ტონია და მტკივა ამ სულის სიწმინდის არეში. ხომ ხედავ? ლექსს გიძღვნი და კიდევ რამდენი, უბრალოდ რვეულში დარჩება უსულოდ... არაქათს ვერ ვივსებ, სადა მაქვს ამდენი, მინდა რომ სამყაროს მშვიდობა ვუსურვოთ. მე და ჩემს სხეულში გამჯდადმა ტკივილმა, დღითიდღე მე ვეღარ ვიშუშებ იარებს... დამღალა ოცნების ასეთმა ჩივილმა, და იმან რომ ჩემზე ფეხებით იარეს. თერთმეტი კუპლეტით გაუწყე რახდება, მოცლაა სულმცირე და ომში ვბრუნდები, ვიცი რომ ეგ ყველა სურვილი ახდება, ახლა კი მივდივარ, ვუსმენ და ვჩუმდები... ნიკა კუკავა 2021წ. 18 ივნისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი