უთერთმეტოდ 16 ამდე...


პირველი დღეა, დაბადების ბღავილი ისმის,
ღამის ორია, გათენება კი აქ არ ჩქარობს!
მესამე წუთში კვლავ მომაწვა სათქმელი გულის
მეოთხე დღეკი დალოდების სურვილებს აქრობს

წუთების ომმა შეაჩერა წამები დროის
რომ წელიწადი გაიცვითა მთებზე ლოდების,
თან გაზაფხული თებერვალთან ბრძოლებით მოდის,
და მარტი ცდილობს რომ მიაგნოს - წერტილს მოდების,

მეხუთედ ისევ გავიხსენებ სურვილს შენების,
ექვსი წელი კი მონათხრობის მოვინდი სმენას,
შვიდივე ტყვიას მოვაბრუნებ - მხარეს შენების,
აგვისტოს რვას კი გავახსენებ აწმყოს და ყველას.

და ამის ფონზე 9 აპრილი ინდომებს ხმაურს
ათად ქცეული მტერი ახა უფრო დიდია,
ჩვენ ციხეებს მოაკლებენ სიმყარის აგურს
12 გაზაა სადაც ჩვენგან მარტო მიდიან.

ციფრი 13 თარსია და აღარ ვახსენებ,
14 თებერვალს კვალ ცრემლებით შევეგებებით,
15 ნაირად დაგანახებთ, თვალს დავასველებ,
16 ხე კი დატვირთულა ზედ გაკრული განცხადებებით.


ნიკა კუკავა
2021წ. 2 იანვარი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი