სიყვარული მესამედ
ვბრუნდებოდი ქარიშხლიდან და გონება შენზე ფიქრს სადღაც მარხავდა.ვბრუნდებოდი და ამინდიც აჩქარდა — უშენობა ღამის ორსაც გადასცდა.შენთან ყოფნამ სიყვარული მაჩუქა,ამინდმაც გაიდგა ფესვები…როდის გამოიდარებს? როდის გამეღვიძება?შეშლილი თვალები უშენობას უჩივის,სიშორესაც უჩივის,და შენზე ფიქრი სიზმარშიც კი ფოთლებივით მათრევდა.მივეფანტე ჰაერში,ფოთლები კი წვიმაში ატირდა.შენი სიყვარული ძალას მატებდა,შენი თვალები მენატრებოდა.ის დღეები მელანდებოდა ღამით,ფიქრში შენი სიტყვები რომმენატრებოდა…და ისევ ამინდი აჩქარდა,უშენობაც გულში ჩუმად მარტყამდა.ღამის სამსაც ისარი ისე ჩქარა გადასცდა,სიტყვებს ვერ ვპოულობდი,და შენზე ფიქრში ხელმეორედ სულში დაზამთრდა.ზამთარს არ ვეგუებოდიდა ღამე შენზე სიზმრები ტალღებივით მათრევდა. ავტორი: ნიკა ყუფუნია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი