შენ რომ შემაყვარე ღმერთი


გრძნობა როდის იყო,
რომ იტევდა გულში ჩუმად ლოდინს?

სიყვარულო, მოდი,
ერთხელაც მოდი — დაგელოდები
უფლის რწმენით.

მუხლს მოვიდრეკ,
თავსაც ჩავხრი,
ოღონდაც სული იყოს მისი
თეთრი და წრფელი.

სიყვარული მომე, ჩემი
ძილშიც რა ვქნა,
უშენობა არ მაცდიდა

ლოდინს
აი, ის დღე დამითენდეს ნეტავ,
გამოვიდე დილის ლოცვით
და შეგეფეთო მე შენ,
უფლის რწმენით.

აი, ეს დღეები მენატრება 
შენ რომ შემაყვარე ღმერთი,
შენ რომ დაგინახე ღმერთით,
მე რომ მანუგეშე შენით.

გული რომ გამიფერადე
რწმენით…

აი, ისევ გაწვიმებას იწყებს,
ხალხიც ეფარება ქოლგებს,
ისევ ისე სულში მაწვიმს 
გულს მტკენს
და თვალებს არბევს.

ვიცი, მოგაგენი
და დუმილს ვარღვევ.

სიშორისგან მონატრებულს
ლექსს გიძღვნი
და ჩემს თავს განდობ.
 
ნიკა ყუფუნია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი