მე მოვალ შენთან აპრილის თვეში


მე მოვალ შენთან, აპრილის რიცხვებს ვანდობ შენს თავს და ვიცი, ის ჩემი სიყვარული გულში გაქვს ჩუმად-ჩუმად. შენს ოთახში ლურჯი იებით მოგეპარები, გულს გაგითბობ და მოგეფერები. უსიტყოდ სათქმელს კოცნით გადმოგცემ, დეკემბრის ღამის მონატრებულ სიყვარულს სიყვარულითვე გადმოგცემ აპრილის თვეში. მომენატრე, მომენატრე... მონატრებულ დღეებს თითებზე ვეღარ ვითვლი. შენი თვალები მაგონებს ზღაპარს, უსასრულო ზღაპარს, სადაც ლამაზთვალება ანკა უმღერის ტკბილ სიტყვებს ნიკას.“
ავტორი: ნიკა ყუფუნია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი