მოიწი ჩემთან, მე დაგელოდები
მე ერთ რამეს ვთხოვ ცხოვრებას –ბოლომდე შემსვას დარდი,თუ გამიყოლებს სევდას დაგამიფანტავს ნიავს ქარს მიღმა,მაშინ მე ვუშველი ჩემს თავს,არ დამამსგავსოს გადარეულ მხედარს,თავქუდმოგლეჯილს და აჩქარებულს...მთლად ნუ გამაგიჟებს მეტად.ცხოვრება ათასგვარ ხრიკებს მიწყობს,შიგნით მიწოვს და მიმრავალებს დარდს,ნუ გამიმთელებს ამ ტკივილს, ნუღარ...დამიბრუნოს გულით შენახული სიყვარული,გულს ნუ მომიკლავს, რომელიც ფეთქავს.მასზე ფიქრით ყოველთვის ვნატრობ შეხვედრას,მასთან ტკბილ საუბარს და გრძნობებს აყოლილს...მასზე ფიქრში მეძინება დასიზმრად ვხედავ თაფლისფერ თმიანს,თაფლისფერ თვალებას...ჩემკენ ვიხმობ და ვეგებები ტკბილი სიტყვებით:„მოიწი ჩემთან, მე დაგელოდები...“დაგელოდები, სანამ აზროვნებს ტვინი შენზე,რა დროც არ უნდა იყოს, მე ყოველთვის...დაგელოდები მარტოს, სულ მარტოს.ცრემლმდინარე თვალებს რა ვუთხრა, ვიცი –შენც ტირი ახლა, გენატრები...შენც იგივე რომ გინდა, მე ეს ვიცი. ავტორი: ნიკა: ყუფუნია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი