თვეზე მეტი
მარტოდ ვიჯექ მოვიწყინე, წასვლაც დიდად არ მინდოდა, ვუყურებდი ჩუმად, ნელა, ისიც ჩუმად მიყურებდა მე კი ძილი მომერია, მოყვა ამას ფიქრი ჩემი, დამესიზმრა ნეტავ ახლა მოვიდეს და მომცეს ხელი, მე კი ნაზად მოვეფერო, ვუალერსო ხელი ჩემი, ჩავეხუტო, დავაწყნარო, ვაკოცო და გავხდე ღმერთი. მაგრამ უკვე დრო გავიდა არ მინახავს თვეზე მეტი, ვფიქრობ, ვდარდობ, ვეჭვიანობ, გულს ვიფხან მე ჩემი ხელით. ერთ დღეს ვიცი მომერევა და მოვკვდები ჩემი ხელით, სიყვარული ჩვენ გვაცოცხლებს თუ გვექნება თვეზე მეტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი